"ვიზეარი" თანამშრომლების უმეტესობას ათავისუფლებს. შემცირებულ ადამიანებს ეუბნებიან, რომ მარტამადე არაფრის იმედი უნდა ჰქონდეთ. "ვიზეარის" ოფისში დახურულ კარს მიღმა საგანგებო თათბირი ორ საათზე დიდხანს მიმდინარეობდა და რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, თუმცა შეხვედრის მონაწილეებს მედიასთან არ უსაუბრიათ.
"მთავარმა" კი ამ შეხვედრის დეტალები ექსკლუზიურად გაარკვია - შეხვედრაზე მყოფი ერთ-ერთი პირი გვიყვება, რომ თანამშრომლები მკაცრად გააფრთხილეს, რომ აეროპორტის დატოვების შემდეგ მედიასთან არაფერი ეთქვათ.
შეხვედრაზე გაჟღერდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თანამშრომლებს ეტაპობრივად გაათავისუფლებენ, რასაც კომპანიაში ოფიციალურად არ ადასტურებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაბალბიუჯეტიანი "ავიაკომპანია" ვიზეარი საქართველოში ბაზას აუქმებს, თუმცა აგვისტოდან ფრენები გაგრძელდება. ბაზის გაუქმება კი ნიშნავს იმას, რომ 200-მდე ქართველი მაღალანაზღაურებად სამსახურს კარგავს.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ "ვიზეარი" ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 2016 წელს კი მათ ქუთაისში ბაზა შექმნეს და 200-მდე ქართველი ადამიანი დაასაქმეს.