ცნობილია იმ ადამიანების ვინაობა, რომლებიც გიგი უგულავას დღეს ფოთის ბაზარში "შინ ევროპისკენ" კამპანიაში ხელს უშლიდნენ და თავს ესხმოდნენ. ყველა მათგანი საჯარო მოხელეა.
შეხვედრის ჩაშლას ცდილობდნენ: ზვიად დგებუაძე- ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე; განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა თაზმენ საჯაია, რომელიც ფოთის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის რუსუდან კაპანაძის შვილია და ამავე ააიპი-შია დასაქმებული, ადგილზე იმყოფებოდა და აქტიურობდა თავად რუსუდან კაპანაძეც. ბაზარში შეხვედრის შასაშლელად იყო მისული ბელა ბრეგვაძე, რომელიც ფოთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია.