ტარიელ ნაკაიძე აჭარის ერთ-ერთ ოლქში "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება

გამოქვეყნდა:

საქართველოს მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "ევროპული საქართველოს" ხულოს, შუახევის, ქედასა და ხელვაჩაურის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. 

ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ ხულოს რაიონის სოფელ ქედლებში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. 

მან მოსახლეობას ნაკაიძე წარუდგინა და თქვა, რომ ყველა ოლქში, მათ შორის აჭარაში, მაჟორიტარობის კანდიდატად საზოგადოებისთვის ცნობილი პირის წარდგენა, მნიშვნელოვანია. 

ტარიელს კარგად იცნობთ, აქაური კაცია და მნიშვნელოვანია, ამ დიდ ოლქში იყოს ადამიანი, რომელსაც კარგად იცნობენ აქაც და მთელ საქართველოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია რადგან ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც განსხვავებული ეთნიკური ჯგუფები ვცხოვრობთ. ვცხოვრობთ სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები და ჩვენი ქვეყანა თანაარსებობისა და ჰარმონიის მაგალითი უნდა იყოს. ბატონი ტარიელი არის საქართველოს მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე. მისი საქმეა ჩვენი ქართველი მუსლიმების უფლებების დაცვა, მათ შორის, არავის უფლება უფლება არ უნდა შეიზღუდოს. ჩვენ თუ შედვგებით ქვეყნად, შევდგებით მხოლოდ მაშინ, როცა ვისწავლით ერთმანეთის პატივისცემას და განსხვავებული აზრის თუ რელიგიის გამო ერთმანეთს ყელში არ ვწვდებით. ასეთი უნდა იყოს ქვეყანა და ამ თვალსაზრისითაც, ივანიშვილი უნდა წავიდეს, - ამბობს უგულავა.

 თავად ტარიელ ნაკაიძემ კი მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდა. განაცხადა ისიც, რომ "ევროპული საქართველო" მისი აზრით ერთდერთი პარტიაა საქართველოში, სადაც საკუთარი აზრის გამოთქმა, თუნდაც განსხვავებულის, პირდაპირ შეუძლია. 

მე არ მინდა ვიყო მარტო. ესაა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე მინდა ვიყო თქვენთან ერთად. მე უნდა მიმაგრებდეს ქურგს თქვენისთანა ადამიანები და ეს უნდა გამოჩნდეს არჩევნებზე, - ამბობს ნაკაიძე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი