"მეც იგივეს გავაკეთებდი" - კობახიძე ვატო წერეთელზე თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

პროვოკატორმა მიიღო პასუხი - ასე აფასებს ქართული ოცნების თავმჯდომარე კობახიძე ტვ პირველის დამფუძნებელზე თავდასხმას. ირაკლი კობახიძია განცხადებით, აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე გუშის "სამწუხარო ინციდენტი" მოხდა: 

ყველამ იცის რა როგორ მოხდა და ძალიან სამწუხაროა რომ უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც კონკრეტული საელჩოს ტერიტორია გახდა პროვოკაციის მოწყობის არეალი. რაც შეეხება გაგრძელებას, ესეც მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ადამიანმა კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პასუხი და მისი პროვოკაცია არ იყო პასუხგაუცემელი" განაცხადა ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

კობახიძის თქმით, იციან დეტალურად რა მოხდა აშშ-ს საელჩოში, თუმცა "ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე ვერ გაიმეორებენ": - "ჩვენ ვერ დავეშვებით ჭუტას დონეზე" ამბობს ირაკლი კობახიძე და კითხვაზე, თვითონ როგორი მოიქცეოდა, პასუხობს:

...ანრის დონეზე ვარ ახლაც მე, მეც იგივეს გავაკეთებდი რა თქმა უნდა." თქვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი