ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტზე მუშაობა დაიწყო | Bloomberg

გამოქვეყნდა:

ევროკომისიამ უკვე დაიწყო მუშაობა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტზე, რომელიც შესაძლოა რუსეთიდან ოქროს იმპორტზე ემბარგოს გულისხმობს, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სანქციების ახალი პაკეტისთვის მზადება აქტიურად გრძელდება,  ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა დაჟინებით მოითხოვს სანქციების გამკაცრებას, მაგალითად, გაზზე, თუმცა ჯერჯერობით ევროკავშირი არ არის მზად სანქციების გადამწყვეტი ნაბიჯებისთვის და სავარაუდოდ, ყურადღება გამახვილდება არსებული სანქციების გაძლიერებასა და გაფართოებაზე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი ოქროს მოპოვების სიდიდით მეორე ქვეყანაა მსოფლიოში. მანამდე G7-ის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვას გეგმავენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი