თავდასხმა ვატო წერეთელზე | საელჩოს წარმომადგენლებმა ინციდენტის შესწავლა დაიწყეს

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებმა საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის შესწავლა დაიწყეს. ისინი დღეს TV პირველში იმყოფებოდნენ და მომხდარზე დეტალური ინფორმაცია ვატო წერეთლისგან მიიღეს. 

შეხვედრა დაახლოებით 3 საათი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. ამ დრომდე უცნობია, გაასაჯაროებს თუ არა ამერიკის საელჩო შიდა კამერების ჩანაწერებს, სადაც წესით, მედიამენეჯერზე დეპუტატების თავდასხმის ფაქტი უნდა იყოს ასახული. კადრების გამოქვეყნებას კი ორივე მხარე ითხოვს. 

ვატო წერეთელზე "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების გამო მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ სხვა მედიამენეჯერები და იურისტები. 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი