"წინ ევროპისკენ" ევროინტეგრაციის საინფორმაციო კამპანია, მშვიდ ვითარებაში გაიმართა წალენჯიხაში. ადგილობრივი ხელისუფლება, მოსახლეობას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე და მოსალოდნელ შედეგებზე ესაუბრა.
სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, საინფორმაციო კამპანია მუნიციპალური მთავრობის უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა.
" ეს ადამიანები იბრძვიან თავისუფლებისთვის..ხელისუფლება და ხალხი ერთადაა და ხალხი წინსწრებად მიდის ევროპაში" - თქვა წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ
შეგახსენებთ, რომ წალენჯიხისგან განსხვავებით, ევროინტეგრაციის საინფორმაციო კამპანია სხვა რეგიონებში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. სახალხო მოძრაობის წარმომადგენლებს "ოცნებამ" პარტაქტივი და ზონდერ-ჯგუფები დაახვედრა.
ავტორი: ემა გოგოხია