„ოცნების“ რეპრესიები გრძელდება - გიგი უგულავას შემდეგ დაკავებას ნიკა მელია ელოდება

გამოქვეყნდა:

ნიკა მელიას პროკურატურა ციხეში 7 წლით უშვებს. „ქართუ ბანკის“ საქმეზე საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას 25 ათასლარიანი ჯარიმა შეუფარდა და ნაწილობრივ გაამართლა კიდეც. ახლა კი პროკურატურა იგივე საქმეზე სააპელაციო სასამართლოს სთხოვს მელიას შვიდი წლით ციხეში გაშვებას სთხოვს.

ნაბიჯები, რომელსაც პროკურატურა დგამს, მის ადვოკატს არწმუნებს, რომ სასამართლოს ხელისუფლებამ პოლიტიკური დაკვეთა მისცა. მელიას მრავალტომიანი საქმე სააპელაციო სასამართლოში არა მოსამართლეთა კოლეგიას, არამედ ერთ კონკრეტულ მოსამართლეს დააწერს, რომელმაც ოპოზიციის ლიდერის ციხეში გაშვების საკითხი მარტომ უნდა გადაწყვიტოს.

მთავარი აქ მოსამართლის როლია, საქმე სააპელაციო სასამართლო ვეფხია ლომიძეს დააწერეს. მოსამართლე ვეფხია ლომიძე სასამართლოს კლანის ფავორიტია, ის ამ კლანის ბოსებს ხშირად აქებს და სანაცვლოდ, კარიერული წინსვლაც მიიღო. ორი წლის წინ ლომიძე მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს და თან დააწინაურეს, საქალაქო სასამართლოდან სააპელაციო გადაიყვანეს. ვიდრე მელიას საქმის  მოსამართლე კარიერული წინსვლის გზას შეუდგებოდა, ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილს პატიმრობა შეუფარდა, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა, რომ უდანაშაულო იყო. იცავდა სასამართლო კლანის ბოსებს და ამის გამო, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს უპირისპირდებოდა.

ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით ჯერ ნიკა მელიას, 2020-ის არჩევნებამდე კი დაიჭერენ ყველას, ვინც „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულია და ვისზეც სისხლის სამართლებრივი დევნა უკვე დაწყებულია, მათ შორის, პოლიტიკოსებს და დამოუკიდებელი მედიის დამფუძნებლებსაც.

ბიძინა ივანიშვილის გუნდში კი ამტკიცებდნენ, რომ არაფერი იციან ოპოზიციონერი ლიდერის დაპატიმრების შესახებ.   გიგი უგულავას განსხვავებით, რომლიც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დაკავებამდე დამნაშავედ გამოაცხადეს, ნიკა მელიას საქმეზე ამბობენ, რომ დეტალები არ იციან.

სააპელაციო სასამართლოში პირველი სხდომა 10 მარტს არის ჩანიშნული. პროკურატურის სარჩელთან ერთად მოსამართლე ვეფხია ლომიძემ დაცვის მხარის მოთხოვნაც უნდა განიხილოს და იმსჯელოს რამდენად სწორია პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლითაც ნიკა მელიას დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი