დიდი ალბათობით, რუსეთი არჩევნებში ჩარევას საქართველოშიც შეეცდება - კელი დეგნანი

გამოქვეყნდა:

საქართველომ უარი უნდა თქვას პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებაზე და ქვეყანა მზად უნდა იყოს, რომ რუსეთი ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებში ჩარევას შეეცდება, - განცხადებები ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ონალინ ვებინარზე გააკეთა, სადაც სხვა დიპლომატებთან ერთად, საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას ევროპარლამენტარებიც აფასებდნენ. 

რუსული დეზინფორმაცია ყველგან მუშაობს. რუსეთის ჩართულობა არჩევნებში ახალი არ არის და შესაბამისად, საქართველოც ერთ-ერთი სამიზნეა. საქართველოს პარტნიორები ამერიკასთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად მუშაობენ იმაზე, რომ მოსახლეობამ მკაფიოდ გაარჩიოს დეზინფორმაცია სწორი ინფორმაციისგან. ამ წუთას ხელში შეიძლება არ მიჭირავს რაიმე კონკრეტული მაგალითი წინასწარ, მაგრამ, მაღალი ალბათობით, რუსეთი შეეცდება ჩაერიოს არჩევნებში საქართველოშიც. კიბერუსაფრთხოება დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა და ამ კუთხით საქართველომ დიდი დარტყმა მიიღო ბოლო დროს, რაც დიდი გამოსაფხიზლებელი ზარივითაა არამხოლოდ ამ ქვეყნისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც. ამიტომ კიბერუსაფრთხოებას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ რამდენადაც შესაძლებელია, დაცულები ვიყოთ ამგვარი შეტევებისგან, - ამბობს კელი დეგნანი. 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი