"კახეთში არ გამეგესვლეინება, როცა ერეკლეს აგინებდნენ, ხმა ამოგიღია?" | "ოცნებამ" ენმ-ის ლიდერებს საჯარო მოხელეები ყვარელშიც მიუგზავნა 

გამოქვეყნდა:

ყვარელში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს პროტესტით დახვდნენ - ქალაქის ცენტრში ევროპასა და ევროინტეგრაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრაზე მისულ ოპოზიციონერ პარლამენტარებს "ქართული ოცნების" საჯარო მოხელეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ინციდენტი დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. "ქართული ოცნების" მობილიზებული საჯარო მოხელეები გიორგი ბოტკოველსა და პეტრე ცისკარიშვილს ყვარლის დატოვებას სთხოვდნენ.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ საჯარო მოხელეების მობილიზება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, სანამ ენმ-ის ლიდერები ქალაქში ჩავიდოდნენ. ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე "ოცნების" პარტაქტივი: შტაბის ხელმძღვანელები, საჯარო მოხელეები და მხარდამჭერები, ნახევარი საათის განმავლობაში იყვნენ მობილიზებული. იყო სიტყვიერი დაპირისპირება და ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობა. 

პარტაქტივის მთავარი მთავარი გზავნილი იყო ის, რომ მეოცნებეები ხელისუფლებას არ უნდა ჩამოშორდნენ და ივანიშვილის მთავრობა უნდა დარჩეს. 

​"შენ კახეთში არ გამეგესვლეინება, ერეკლეს რომ აგინებდნენ ხმა ამოგიღია? ჩემი კი არა მთელი კახეთის დასაცავია [ერეკლე მეფე], ერთი სიტყვა არ გითქვია და მარტო პიარს აკეთებ, არა გაქვს ხმა ამოსაღები",- თქვა "ოცნების" აქტივისტმა. 

გიორგი ბოტკოველის თქმით, სირცხვილია საგანგებოდ მიგზავნილი ლევან კოჭლოშვილი თელაველების სახელით საუბრობდეს: "მე მინდა, მივმართო თელაველებს, შეიძლება ლევან კოჭლოშვილი ლაპარაკობდეს თელაველების სახელით და ის იცავდეს თელავის ღირსებას?!" 

ცნობისთვის, "ოცნების" პარტაქტივის აგრესიის მიუხედავად, სამართალდამცველები კახეთში, სიტყვიერი დაპირისპირების ადგილზე არ გამოჩენილან. ამასთან, ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე დასრულდა შეხვედრა თელავშიც. 

ავტორი: ია გულიაშვილი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი