"იმედგაცრუებულები დავრჩით" | კელი დეგნანის პირველი კომენტარი ვატო წერეთელზე თავდასხმის შემდეგ

გამოქვეყნდა:

"ჩვენ ვსწავლობთ ამ საქმეს. ჯერჯერობით არ ვიცით, დაიწყო თუ არა რაიმე პროცესები ამ საკითხთან დაკავშირებით. ძალადობა მიუღებელია განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ბოლო პერიოდში არაერთხელ ვნახეთ მსგავსი შემთხვევა მედიის წინააღმდეგ. შეშფოთებულები ვართ იმით, რომ რეგიონებში ძალადობას აქვს ადგილი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებზე. შემაშფოთებელია, როცა ძალადობრივი გზით იზღუდება ადამიანის შეკრების, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება.

გუშინ არაჩვეულებრივი ღონისძიება გავმართეთ, გვინდოდა კიდევ ერთხელ გაგვესვა ხაზი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც ქართველები ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის ერთიანდებიან. იმედგაცრუებულები დავრჩით, რომ ამ ინციდენტმა გადაფარა ჩვენი პოზიტიური, შესანიშნავი ღონისძიება ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად"

- ამბობს TV ფორმულასთან საუბრისას აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და გუშინ საელჩოში, "ქართული ოცნების" დეპუტატების მხრიდან ვატო წერეთელზე თავდასხმას ეხმაურება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი