"ვითხოვ გამოძიების სასწრაფოდ დაწყებას" | ვატო წერეთელი პროკურატურას მიმართავს

გამოქვეყნდა:

"ტვ პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი პროკურატურას მიმართავს - ტელეკომპანიის ინფორმაციით, საჩივარი გამოძიების დაწყების მოთხოვნით შოთაძის უწყებას რამდენიმე წუთის წინ ჩაბარდა. გადაწყვეტილება "ტვ პირველის" მფლობელმა შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებთან გამართული 2-საათიანი შეხვედრის შემდეგ მიიღო.

პროკურატურა, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა, რომ დამოუკიდებელი ტელევიზიის ხელმძღვანელზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ დაუყოვნებლივ აღეძრა საქმე, მეორე დღეა დუმს. ჩვენ ვნახეთ, რომ პროკურატურამ ფეხზე დაიკიდა, მომხდარი ფაქტი. მე შევიტანე სარჩელი - ვითხოვ გამოძიების სასწრაფოდ დაწყებას.

საელჩოს წარმომადგენლებს შევხვდი, ჩვენ გავცვალეთ აზრები. ისინი გაოგნებულები არიან - ასეთი რამ აქ არ მომხდარაო. მე მათ მკაფიოდ ვუთხარი - უნდა გამოაქვეყნონ კადრები, იმიტომ რომ ეს არ უნდა იყოს ხალხის წახალისება"- ამბობს წერეთელი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი