"შინ ევროპისკენ" კამპანია თავდასხმების ფონზე | შეშინებული "ოცნება" ისევ ტიტუშკების იმედზეა

გამოქვეყნდა:

მართული ჯგუფების, საჯარო მოხელეებისა და პარტაქტივის სრულად მობილიზების მიუხედავად, ხელისუფლება ევროინტეგრაციის კამპანიის შეჩერებას ვერ ახერხებს. თავდასხმები, აგრესია და საინფორმაციო შეხვედრების ჩაშლის მცდელობა - გამონაკლი არც დღევანდელი დღე ყოფილა.

ფაქტობრივად ყველგან, სადაც მმართველი გუნდის პოლიტიკური ოპონენტები საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ, "ქართული ოცნება" თავდასხმებს აორგანიზებს. 

ფოთი, თელავი, ყვარელი და ბათუმი - ქალაქები, სადაც ახალი სახალხო მოძრაობა და ოპოზიცია მოსახლეობას ხვდებოდა, თავდასხმების ეპიცენტრებად გადაიქცა. გამონაკლისი მხოლოდ წალენჯიხა იყო, სადაც საინფორმაციო კამპანია ადგილობრივი ხელისუფლების უშუალო ჩართულობით წარიმართა.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი