ფლორიდაში მოზარდს ზვიგენი თავს დაესხა

გამოქვეყნდა:

ფლორიდის სანაპიროზე ზვიგენის თავდასხმის შედეგად, მოზარდმა გოგომ მძიმე დაზიანებები მიიღო. 

თავდასხმა ჩრდილო-დასავლეთ ფლორიდაში, ტეილორის ოლქში, კიტონ ბიჩზე მოხდა. ტეილორის ოლქის შერიფის ოფისის ცნობით, მოზარდი წყალში ცურავდა დაახლოებით 5 პლაჟის მახლობლად, როდესაც მას ზვიგენი თავს დაესხა. 

„სავარაუდოდ, ოჯახის წევრი წყალში გადახტა და ზვიგენს სცემა მანამ, სანამ არასრულწლოვანი არ გათავისუფლდებოდა“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

შერიფის ოფისის ცნობით, გოგონამ მიიღო "სერიოზული დაზიანებები". ექიმების თქმით, ის კრიტიკულ მდგომარეობაშია. შერიფის ოფისში აცხადებენ, რომ ზვიგენის ტიპი, რომელიც თავს დაესხა, გაურკვეველია, მაგრამ მისი სიგრძე დაახლოებით 3 მეტრის სიგრძის იყო.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი