რუსთავის ცენტრალურ პარკში ევროპისა და ევროინტეგრაციის საინფორმაციო შეხვედრაზე მოსახლეობასთან, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერებს, გიორგი ვაშაძესა და პაატა მანჯგალაძეს "ქართული ოცნების" ზონდერები მიუცვივდნენ.
"ოცნების" აქტივისტი, გივი შანიძე და სხვები იმეორებდნენ უკვე ყველასთვის ცნობილ ნარატივს იმის შესახებ, რომ ოპოზიციას ომი უნდა. პარტაქტივი ამბობდა, რომ ოპოზიციონერები რუსთავიდან უნდა წასულიყვნენ, რადგან ისინი "ნაციონალები არიან".
ცენტრალურ პარკში ოპოზიციას "ტიტუშკები" ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი პროვოკაციის მოწყობა სცადეს. გიორგი ვაშაძის თქმით, მიუხედავად კობახიძის მოწყობილი პროვოკაციებისა, ქართული ოცნება ხალხის ნებას 3 ივლისს აქციაზე დაინახავს.
"დეპოლარიზატორმა კობახიძემ" ხომ ხედავთ როგორ დაგვახვედრა ხალხი...მე მეცოდება ეს ბიჭები დავალება მისცეს, არ შეასრულოს? პრობლემის წინაშეა. ათასი პრობლემა აქვს ხალხს ზოგს ციხით ემუქრებიან, ზოგს უჭირს. რაც შეეხება კობახიძეს, კობახიძე, დაგინახეთ ამ ადამიანების უკან!"- თქვა გიორგი ვაშაძემ.
რუსთაველები, რომლებიც შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ამბობენ, რომ ზონდერები პარლამენტის რუსთაველი დეპუტატის, ლექსო დალაქიშვილის მიერ იყვნენ მობილიზებულები და "დაგეშილები".
"აქ წარმოდგენილი ჯგუფი, დაბოლილი ადამიანები არიან...ეს ჯგუფი იმართება პარლამენტის წევრის, ალექსანდრე დალაქიშვილის მიერ, რომელიც არის ჩვენი დროის ყვარყვარე თუთაბერი, ყველა მთავრობის შავი ხელი" ,- თქვა რუსთავის მოქალაქემ, გიორგი ერისთავმა.
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა 3 ივლისის საინფორმაციო კამპანია საქართველოს რეგიონებში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. "ოცნებამ" პროვოკაციულ ქმედებებში პარტაქტივთან ერთად, საჯარო მოხელეებიც ჩართო.