ქუთაისში, ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული კაცი დააკავეს. 

მკვლელობა ჭავჭავაძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები მუშაობენ.

მეზობლების თქმით, ქალი ნაქირავებ ბინაში იყო, როდესაც ყვირილის ხმა გაიგეს, ადგილზე მისულებს კი ქალის ცხედარი დახვდათ.

“შემზარავი ხმა მოგვესმა, ზემოთ რომ ავედით, გვითხრეს, ქმარმა ცოლი მოკლაო", – თქვა მეზობელმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყეს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი