"ვემზადებით, რომ 3 ივლისს, ერთი ღამით რუსთაველის გამზირზე დავრჩეთ" | "სირცხვილიას" განცხადება

გამოქვეყნდა:

ვემზადებით იმისთვის, რომ 3 ივლისს, ერთი ღამით რუსთაველის გამზირზე დავრჩეთ, რასაც კონკრეტული მიზანი ექნება, - ამის შესახებ მოძრაობა "სირცხვილია" გავრცელებულ განცხადებაში წერს და ღამით, აქციაზე დარჩენის მსურველებს მიმართავს.

ბოლო დღეებში ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ადასტურებს, რომ ოლიგარქი არ აპირებს სახალხო მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ამიტომ 3 ივლისს, 20:00 საათზე კვლავ ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე!

იმისთვის, რომ ხელისუფლებას დათმობებზე წასვლა ვაიძულოთ, ჩვენი პროტესტი უფრო მწვავე გახდება, თუმცა აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობიან და არაძალადობრივ ფორმას. სწორედ ამიტომ, ვემზადებით იმისთვის, რომ 3 ივლისს, ერთი ღამით რუსთაველის გამზირზე დავრჩეთ, რასაც კონკრეტული მიზანი ექნება.

პარლამენტთან გატარებული ღამე თითოეული მოქალაქისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება, რისთვისაც დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა.

საჭირო ინფრასტრუქტურისა და რესურსების მობილიზებისთვის აუცილებელია გავიგოთ იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც 3 ივლისის ღამეს რუსთაველზე გაატარებს, ამიტომ, გთხოვთ, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა ამ ბმულზე.

მოგიწოდებთ, მოიმარაგოთ წყალი, საკვები, ელექტრონული მოწყობილობის დამტენები და სხვა საჭირო ნივთები, - წერს "სირცხვილია". 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი