ბათუმში საჯარო მოხელეებს ემუქრებიან, რომ თუ აქციას შეუერთდებიან, სამსახურიდან გააგდებენ

გამოქვეყნდა:

ზეწოლა ბათუმში საჯარო მოხელეებზე - მათ, ვისაც 3 ივლისის აქციაზე დასწრების სურვილი აქვთ, სამსახურის დაკარგვით ემუქრებიან. "მთავარ არხს" ერთ-ერთი მათგანი დაუკავშირდა და ამბობს, რომ დიდი სურვილის მიუხედავად, ვერც თავად და ვერც მისი თანამშრომლები აქციას ვერ შეუერთდებიან. 

მისივე თქმით, პირველი შემთხვევა არ არის, როცა ოპოზიციურ აქციებზე მისვლის გამო, საჯარო მოხელეებს ემუქრებიან, თუმცა როცა საქმე "ქართული ოცნების" აქციას ეხება, საჯარო მოხელეებს იქ მისვლისთვის თანხასაც უხდიან.

"გაფრთხილებული ვართ კატეგორიულად. აქციაზე წასვლაზე პირდაპირ წინააღმდეგია ჩვენი ხელმძღვანელობა. ნებისმიერ აქციაზე, განა მარტო ამაზე. მთავრობას როცა სჭირდება მაშინ კი, ფულსაც გვაძლევენ და მინიშნებას გვაძლევენ რომ ტყუილი თქვა. ხელმძღვანელობა რომ ტყუილს გათქმევინებს რაზეა საუბარი. ვინ შეეწინააღმდეგება, ყველას ვალი აქვს და იცით, როგორი ცხოვრებაა, ამიტომ ისეთი თემაა, ვერავინ ეწინააღმდეგება", - ამბობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირი. 

"შინ ევროპისკენ" - ამ სახელწოდებით ხვალ, 3 ივლისს, რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია გაიმართება.

სამოქალაქო მოძრაობამ "შინ ევროპისკენ" მოთხოვნები 24 ივნისს გამართულ აქციაზე გააჟღერა. პროტესტის მონაწილეები ითხოვენ გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით, შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს. ამ მოთხოვნას ოპოზიციის ნაწილი სრულად იზიარებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი