"ევროპაში გვინდა, 3-ში მივალ აქციაზე" | "ოცნების" მუქარის მიუხედავად, აქციას რეგიონებიდან მაინც შეუერთდებიან

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" მიერ შექმნილი ხელოვნური პროტესტის მიუხედავად, რეგიონებიდან მოქალაქეები ხვალ თბილისში მაინც ჩამოვლენ. მთავრობამ სამოქალაქო მოძრაობაზე იერიში საჯარო მოხელეებით დაკომპლექტებული ზონდერ ჯგუფებით მიიტანა და სიძულვილის და პარალელური სამყაროს შექმნის კამპანიაში კორუფციაში ჩაძირული საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლები ჩართო.

"იმედი მაქვს სამში ყველაფერი ევროპისკენ შეიცვლება და ხალხი გააკეთებს სწორ არჩევანს. პროვოკაციები ვინც მოაწყო, რუსული ნარატივებით ცხოვრობენ და ჩვენ გვითრევენ რუსეთში, კომუნიზმში. მე 30 წელი ვიცხოვრე რუსეთში, ვიცი რა არის რუსული ცხოვრება, კომუნიზმი. ჩვენ არ გვინდა რუსეთში, კომუნიზმში, ჩვენ გვინდა ევროპაში, 3-ში მივალ, მესამედ ჩავდივარ აქციაზე და იმედი გვაქვს რაღაც შეიცვლება სასიკეთოდ", - თქვა იოსებ ბაბაევმა.

"შინ ევროპისკენ" - ამ სახელწოდებით ხვალ, 3 ივლისს, რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია გაიმართება.

სამოქალაქო მოძრაობამ "შინ ევროპისკენ" მოთხოვნები 24 ივნისს გამართულ აქციაზე გააჟღერა. პროტესტის მონაწილეები ითხოვენ გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით, შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს. ამ მოთხოვნას ოპოზიციის ნაწილი სრულად იზიარებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი