პოლიციელის მიერ მოქალაქის დაჭრა წალენჯიხაში | ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

პოლიციელის მიერ მოქალაქის დაჭრა წალენჯიხაში - "მთავარმა არხმა" ახალი დეტალები გაარკვია. 

ცნობილი ხდება, რომ მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სუფრაზე დაიწყო და ის წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდებოდა. ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ დაახლოებით 5 წლის წინ, "ამ პოლიციელმა, გ.კ-მ იარაღი ჩაუდო მოქალაქეს, რომელიც გუშინ დაჭრილის მეგობარია".

ცნობილია ისიც, რომ პოლიციელი გარჩევის ადგილას ნიღბით, ხელთათმანებითა და რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანით მივიდა და მოქალაქეს 5 ტყვია ესროლა, საიდანაც დაშავებულს ფეხის არეში 2 ტყვია მოხვდა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. 

დაჭრილი ოპერაციის დაწყებამდე ამბობდა, რომ გამოძიებასთან არ ითანამშრომლებდა და შურისძიების მოტივზე საუბრობდა. 

ადგილობრივები ყვებიან რომ ორივე ოჯახი "ქართულ ოცნებასთანაა" დაკავშირებული და ვარაუდობენ, რომ საქმე, ამის გამო, სრულფასოვნად არ გამოიძიებენ.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი