ევროკავშირის რეკომენდაციები და ვალდებულებები, მთავარი გამოწვევები და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გარემო - ამ თემებზე ოპოზიციის ლიდერები დილიდან დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) პრეზიდენტთან და აღმასრულებელ დირექტორთან, დეიმონ ვილსონთან მართავენ შეხვედრებს.
როგორც ვილსონმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, 20 ივნისს ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ საქართველო ევროპის ნაწილი უნდა იყოს, ამიტომ ახლა აუცილებელია, პოლიტიკურმა ძალებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ მათი ნება აღასრულოს.
"მე შევხვდი მთავრობის წარმომადგენლებსა და საპარლამენტო ოპოზიციას, ასევე, უამრავ პარტნიორს, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას. მე ვნახე არაჩვეულებრივი დემონსტრაცია თბილისში, რომელიც 20 ივნისს გაიმართა და ხალხმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ საქართველო ევროპის ნაწილი უნდა იყოს. ამის ყურება საოცრად ემოციური იყო. ახლა პოლიტიკურმა ძალებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ ქართველი ხალხის ნება უნდა აღასრულონ. ძალიან ვნერვიულობ, როდესაც საქართველოს მომდევნო ნაბიჯებზე ვფიქრობ, მაგრამ ამავე დროს ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, როდესაც ქართველ ხალხს ვუყურებ", - თქვა დეიმონ ვილსონმა.
ასევე იხილეთ: