
უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს რუსეთის ფედერაციის საჰაერო-სადესანტო ძალების სამხედრო-სამეცნიერო კომიტეტის უფროსი ექსპერტი, მაიორი ანდრიი მელიხოვი - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინელი სამხედრო ოფიცერი და ბლოგერი ანატოლი შტეფანი ("Stirlitz") ავრცელებს.
არსებული ცნობებით, ოკუპანტი ცხოვრობდა რუსეთის ქალაქ პოდილსკში. 39 წლის მელიხოვი უკრაინაში 24 ივნისს მოკლეს.