"როდესაც მოწვეულია ძალადობით ცნობილი წერეთელი, მნიშვნელოვანია, წინასწარ უზრუნველყოფა, რომ მისი მხრიდან არ იყოს პროვოკაციები" | პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

"როდესაც მოწვეულთა შორის არის და რომელიც ვერბალური და ფიზიკური ძალადობით არის ცნობილი, ვახტანგ წერეთელს ვგულისხმობ, ადამიანი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტში სწორედ ძალადობით შემოგვივარდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი ადამიანი არის ღონისძიებაზე, მნიშვნელოვანია, წინასწარ მოხდეს უზრუნველყოფა, რომ მისი მხრიდან არ იყოს პროვოკაციები და იმედი მაქვს, ასეთი შემთხვევები აღარ იქნება".

- თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" აშშ-ის საელჩოში მიღებაზე მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც"ტვ პირველის" დამფუძნებელს, ვატო წერეთელს თავს "ქართული ოცნების" დეპუტატები დაესხნენ.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი