მოულოდნელი თათბირი "ვიზეარის" წარმომადგენლებმა ქუთაისის აეროპიორტში, დღის პირველ ნახევარში ჩანიშნეს. თანამშრომლები იმისთვის დაიბარეს, რომ საკუთარი გეგმა გაეცნოთ. ავიაკომპანიამ უმწვავესი გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოში საკუთარ ბაზას აუქმებს, თანამშრომლების დიდ ნაწილს კი რომელიც "ვიზეარში" მუშაობდა, მნიშვნელოვნად ამცირებს. რთული თათბირირიდან გამოსულმა თანამშრომლებმა ავიაკომპანიის გადაწყვეტილებაზე საუბარი აღარ ისურვეს.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ბაზის დროებით დახურვის მიზეზი გაცილებით უფრო სკანდალურია, ვიდრე კოვიდ შეზღუდვები. ბაზას "ვიზეარი" ხელისუფლებასთან უთანხმოების გამო აუქმებს. ოფიციალური განცხადებით კი, რომელიც ბუნდოვანია, გადაწყვეტილება "ვიზეარმა" პანდემიის შემდეგ შემცირებული ფრენების გამო მიიღო.
თანამშრომლების შემცირების საკითხზე თავად "ვიზიეარის" წამომადგენლები საუბრობენ, სატელეფონო ინტერვიუში ერთ-ერთი დასაქმებული ამბობს, რომ ქუთაისში კომპანიის ბაზის გაუქმებით თანამშრომლების ნაწილი უსამსახუროდ დარჩება.
მთელი დღის განმავლობაში მოსახლეობის დამშვიდებას ცდილობდა ეკონომიკის მინისტრი. ნათია თურნავა ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ბაზის გაუქმებიაში პრობლემას ვერ ხედავს. თუმცა არაფერი უთქვამს მიზეზებზე, რატომ წყვეტს კავშირს საქართველოსთან და რატომ აღარ ექნება "ვიზეარს" ბაზა ქუთაისში.
ეკონომიკის მინისტრის ამ დამოკიდებულებების მიუხედავად, მძიმე პროპგნოზებს აკეთებენ სპეციალისტები. ავიასფეროს წამომადგენლები სახელმწიფოსა და "ვიზეარს" შორის უთანხმოებაზე საუბრობენ. შედეგები, რომელიც შესაძლოა იაფიანი ფრენების შემცირებამ გამოიწვიოს, მძიმე იქნება ქვეყნის მოსახლეობისთვის.
საჰაერო სივრცე ოფიციალურად 1-ლი აგვისტოდან უნდა გაიხსნას. თუკი ამ გადაწყვეტილებას მთავრობა აღარ შეცვლის, "ვიზეარი" საქართველოში ტექნიკური ბაზის დახურის მიუხედავად, დაბალფასიან ფრენებს ქუთაისიდან ისევ შეასრულებს. თუმცა შემცირებული რაოდენობით.