ვინ არიან მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები. ახალგაზრდები, რომლებიც ახალ სახალხო მოძრაობაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ახალგაზრდები, რომლებიც ხელისუფლების ყველა არასწორ გადაწყვეტილებასა თუ უმოქმედობაზე რეაგირებენ და ქვეყნის მმართველებს ეუბნებიან, რომ სირცხვილია.
ორგანიზაცია ოფიციალურად 2019 წელს დაარსდა. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ანტისაოკუპოაციო აქცია დაარბია და მშვიდობიან მოქალაქეებს დათვის ტყვიებით გაუსწორდა.
სწორედ ამ მოძრაობის წევრები იყვნენ ერთ-ერთი ორგანიზატორები იმ უწყვეტი პროტესტისა, რომელიც 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ იყო. მას შემდეგ "სირცხვილიას" ანგარიშზე არაერთი აქციაა.