ეკლესია ხელისუფლების კვალდაკვალ. "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების შემდეგ ანტიევროპულ კამპანიაში სასულიერო პირები ერთვებიან. ამბიონზე წარმოთქმული სკანდალური ქადაგებების შემდეგ ეპისკოპოსები არც სოციალური ქსელით ერიდებიან ჩრდილი მიაყენონ იმ ღირებულებებს, რომლისკენაც ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი დაახლოებას ცდილობს.
ეს კი სწორედ მაშინ ხდება, როდესაც ჩვენი ევროპაში ინტეგრაციის საკითხი დღის წესრიგში აქტიურად დადგა. რა სურთ მღვდელმთავრებს და არის თუ არა მათი ძალადობრივი მოწოდებები რუსული პროპაგანდის ნაწილი? ამ ეჭვს, განსაკუთრებით ის ამყარებს, რომ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის სკანდალურ განცხადებებზე საპატრიარქომ დუმილი აირჩია.