
უკრაინაში ოკუპანტების მთავარი მიზანი ფაქტობრივად არა დონბასი, არამედ ოდესა და შავ ზღვაზე სრული კონტროლია - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ RBC-Ukraine-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ამჟამად მათი მინიმალური გეგმა უბრალოდ ამ ტერიტორიის ანექსიაა, მაქსიმალური გეგმა არის, თუ წარმატებას მიაღწევენ, შეტევა განავითარონ მიკოლაივზე და შემდეგ ოდესაზე. რადგან ამ ომის მთავარი მიზანი რეალურად არა დონბასი, არამედ ოდესა და შავ ზღვაზე სრული კონტროლია“, - განაცხადა მან.
დენისენკოს თქმით, ამ გეგმის განხორციელება მნიშვნელოვანია კრემლისთვის, რადგან თუ რუსები მოახერხებენ ოდესის აღებას, ისინი დაბრუნდებიან მე-20 საუკუნის დასაწყისში არსებულ ვითარებას, როდესაც საბჭოთა კავშირი პატრულირებდა შავი ზღვის დიდ ნაწილს და დომინირებდა რეგიონში. „ეს მათი ასწლიანი დოქტრინაა“, - თქვა მინისტრის მრჩეველმა.