გენერლები პოლიტიკაში - შესაძლოა, გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია "ოცნების" რიგებს შეუერთდეს

გამოქვეყნდა:

2020 წლის პოლიტიკური ბრძოლის ველი შესაძლოა გამორჩეული გენერლების დაპირისპირებითაც გახდეს. მას შემდეგ, რაც გაერთიანებული ძალების ყოფილმა უფროსმა დევი ჭანკოტაძემ საკუთარი ძალების მოსინჯვა პოლიტიკურ პოლიგონზე გადაწყვიტა, არ არის გამორიცხული, გენშტაბის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაიაც "ქართული ოცნების" სიაში, ან მაჟორიტარად ვიხილოთ. გენერალი დღეს შეიარაღებულ ძალებს, პრეზიდენტისა და თავდაცვის მინისტრის თანხლებით ისე დაემშვიდობა, რომ სად მიდის არ დაუკონკრეტებია. 

2008 წლის ომის გმირი, გენერალი გიგი კალანდაძე ამბობს, რომ მისთვის განსაკუთრებით მიუღებელია ჯარის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით ცნობილი "ქართული ოცნების" გუდში ნებისმიერი სამხედროს გადასვლა. მითუმეტეს, თუკი ის გენერალური შტაბის უფროსია. გიგი კალანდაძე ვარაუდობს, რომ ჩაჩიაბაია ან პოლიტიკაში წავა, ან შესაძლოა, ის იზორიასთან მეგობრობის გამო მოიშორეს კიდეც. 

მერაბ კიკაბიძე, თადარიგის პოლკოვნიკი, უკრაინის ნაციონალური გვარდიის სარდლის მრჩეველი და რეფომების ჯგუფის ხელძღვანელი ახლა დევნილობაშია, შორიდან დიდი გულისტკივილით უყურებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ახალი გენშტაბის უფროსზე გიორგი მათიაშვილზე ამბობს, რომ ხელმძღვანელობის გამოცდილება არ აქვს, მაგრამ მისთვისაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ გადაიბარებს შეიარაღებულ ძალებს, როდესაც ქვეყნის პირველი პირი სალომე ზურაბიშვილია. 

ჩვენ არც ჯარი გვყავს და არც შეიარაღება - აგვისტოს ომის დაწყების ბრალდების გარდა ქართველი სამხედროებისთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელი სალომე ზურაბიშვილის ის განცხადებაა, რომელიც მან ენისა და კულტურის დღეზე გააკეთა. 

ვლადიმერ ჩაჩიბაია დღეს გიორგი მათიაშვილმა შეცვალა. ის დიდი ხანია შეიარაღებულ ძალებში მუშაობს, თუმცა, რეალურად რა დგას ამ გადაწყვეტილების უკან, სავარაუდოდ, სულ მალე გამოჩნდება. ჩაჩიბაიასგან გასხვავებით კი უკვე ცნობილია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხარეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გმირი, სამვარსკვლავიანი გენერალი დევი ჭანკოტაძე იბრძოლებს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი