რადიკალების თბილისში თარეშის ფონზე, მთავრობა მცხეთაში ქეიფობს | გომელაურის შვილის მდიდრული ქორწილი

გამოქვეყნდა:

ხელისუფლება სახალხო მოძრაობას ისევ რადიკალურ დაჯგუფებებს უპირისპირებს. კონსერვატიული მოძრაობის წევრები რომლებიც დღეს ქალაქის ქუჩებში პოლიციის თანხლებით გადაადგილდებოდნენ და ევროკავშირისა და ნატოს დროშებს წვავდნენ, საღამოდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დაკავებას გეგმავენ, რათა ევროინტეგრაციის მომხრეთა აქციას ხელი შეუშალონ.

ამ პირობებში კი მთავრობა მცხეთაში ქეიფობს, რესტორან მარანი ჰოლში შინაგან საქმეთა მინისტრის შვილის ქორწილს აღნიშნავენ. დახურულ წვეულებას პრემიერი ღარიბაშვილი, მინისტრები და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებიან. მათ უსაფრთხოებას კი ადგილზე სუსი და პოლიცია იცავს.

როგორც ცნობილია, გომელაურს სუფრა 500 ადამიანზე აქვს გაშლილი, ინტერიერის დიზაინზე კი ევროპიდან ჩამოსულმა დიზაინერმა იზრუნა.

გომელაურის შვილის ქორწილში არ იმყოფება ქალაქის მერი, კახი კალაძე მეუღლის, ანუკი არეშიძის დაბადების დღეს სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად შვეიცარიაში აღნიშნავს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი