სერბეთის პრორუსი მინისტრი ამბობს, რომ დასავლეთი რუსეთთან ომში ითრევს

გამოქვეყნდა:

სერბეთის პრორუსი შინაგან საქმეთა მინისტრი, ალექსანდრ ვულინი აცხადებს, რომ ქვეყანა "ნატოს ქვეითი ჯარი" არ გახდება - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

ცნობილი რუსეთუმე ვულინის თქმით, სერბეთი არ შევა კონფლიქტში ნატოსა და რუსეთს შორის და დარჩება საერთაშორისო სამართლის პატივისცემის ერთგული. შინაგან საქმეთა მინისტრმა დასავლელ კოლეგებს ასევე ურჩია ბოდიში მოეხადათ ქვეყანის საომარ მოქმედებებში ჩართვის მოწოდებებისთვის. 

"არ მოსთხოვოთ სერბეთს, რომ სერბეთი იყოს ნატოს ქვეითი ჯარი, რომ სერბეთი გახდეს ის, ვინც კონფლიქტში შევა რუსეთთან“, - ხაზგასმით აღნიშნა შსს-ს ხელმძღვანელმა.

მან კომენტარი გააკეთა სერბეთის ვიცე პრემიერმინისტრის განცხადებაზე, რომ სერბეთის მთავრობა უფრო მკაფიო და პრინციპული იქნება უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ომთან დაკავშირებით.

„ჩვენ ძალიან მკაფიო ვართ - თუმცა ჩვენ არ შევალთ კონფლიქტში რუსეთის ფედერაციასთან, არ ჩავერევით სხვა ადამიანების საქმეში. კონფლიქტებში, ჩვენ არ ვიქნებით სხვისი ქვეითი ჯარი“, - თქვა სერბეთის მინისტრთა კაბინეტის წევრმა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი