3 ივლისის აქციაზე მოსახლეობას რეგიონებიდან უფასო ავტობუსები ჩამოიყვანს | "ლელოს" განცხადება

გამოქვეყნდა:

3 ივლისს 20:00 სთ ზე რუსთაველზე ვიკრიბებით ევროპული მომავლის დასაცავად - "ლელო საქართველოსთვის" 3 ივლისის ევროინტეგრაციის აქციასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ  სპეციალურად რეგიონებისთვის  20-ზე მეტი ქალაქიდან დაიძრება ავტობუსები დედაქალაქის მიმართულებით. 

"ლელოს” ორგანიზებით საქართველოს 20-ზე მეტი ქალაქიდან დაიძრება ავტობუსები, ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა, დაესწროს თბილისში, რუსთაველზე აქციას.

ავტობუსების განრიგი: 

  • წალენჯიხა 9:30 | მერიის მიმდებარე ტერიტორია
  • ბათუმი 10:00 | “ლელოს” ოფისი. ფარნავაზ მეფის #46.
  • ზუგდიდი 11:30 | გუბერნიის წინ მოედანი
  • ჩხოროწყუ 12:00 | ცენტრალური მოედანი
  • ხარაგაული 14:30 | კინოთეატრი
  • ჭიათურა 14:30 | ნინოშვილის ქუჩა
  • სამტრედია 14:30 | ჭავჭავაძის ქუჩა
  • ზესტაფონი 15:30 | ცენტრალური მოედანი
  • ტყიბული 14:30 | კარლო ლომიძის მოედანი

ინფორმაცია საათობრივად განახლდება, დაემატება სხვადასხვა ქალაქები და რაიონული ცენტრები, საიდანაც შეგიძლიათ გამოყვეთ "ლელოს" ავტობუსებს აქციაზე დასასწრებად"- ვკითხულობთ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, 3 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მასშტაბური აქციაა დაგეგმილი. ადგილზე შეკრებილები ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ეტყვიან, რომ ქვეყნის მომავალი ევროპაშია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი