დღეს, 20:00 საათზე, მასშტაბური აქცია - "შინ ევროპისკენ" გაიმართება

გამოქვეყნდა:

3 ივლისს, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ საქართველოს მოქალაქეები შეიკრიბებიან. "შინ ევროპისკენ" საერთო სახალხო შეკრებამდე რამდენიმე საათი რჩება. დღეს  პროტესტი ახალ ეტაპზე გადავა - აქციის მონაწილეების ნაწილი გეგმავს, რომ არ დაიშალოს და პარლამენტის წინ ღამე გაათენოს. 

ორგანიზატორები მოძრაობა "სირცხვილიაა" და "შინ ევროპისკენ" ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისგან მოითხოვს, ქვეყნისთვის ისტორიულად მნიშვნელოვან მომენტში, სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, დათმოს აღმასრულებელი ხელისუფლება და გადასცეს "ეროვნული თანხმობის მთავრობას - ევროკავშირისთვის".

ეროვნული თანხმობის მთავრობა გარდამავალ ეტაპზე შეასრულებს მთავრობის ფუნქციებს და ევროკომისიის მიერ დათქმულ 12 რეფორმას განახორციელებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი