უზბეკეთში დემონსტრაციების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

გამოქვეყნდა:

უზბეკეთმა ყარაყალპაკეთში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - მიზეზი საკონსტიტუციო ცვლილებების გამო რეგიონში მიმდინარე დემონსტრაციებია.

ოფიციალური განცხადების თანახმად, ღონისძიება მიღებულ იქნა "მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, ამასთან ტერიტორიაზე წესრიგის აღსადგენად".

დემონსტრაციები პარასკევს, 1 ივლისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც უზბეკეთის კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი გამოქვეყნდა. საკანონმდებლო ინიციატივით, რეგიონი ყარაყალპაკეთი, კარგავდა უფლებას, რეფერენდუმის საფუძველზე უზბეკეთისგან გამოყოფილიყო.

ხელისუფლების ინფორმაციით, პოლიციამ საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაშალა, რაც აქტივისტებმა რეგიონის დედაქალაქ ნუქუსში ადგილობრივი ხელისუფლების შენობებზე შტურმი სცადეს. გარდა ამისა, სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციის მიერ ძალის გამოყენების შედეგად მოქალაქეები დაშავდნენ. ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც, თუმცა ხელისუფლება დაშავებულებზე ან დაღუპულებზე ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებს. 

მასობრივი პროტესტის შემდეგ, უზბეკეთის პრეზიდენტი ჩავიდა ყარაყალპაკეთში და პირობა დადო, რომ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ტერიტორიის სტატუსს შეასუსტებდა, გაუქმდებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი