ვინ გაუხსნის საზღვრებს საქართველოს - ხელისუფლების მოლაპარაკებები "ევროკავშირის" წევრებთან

გამოქვეყნდა:

საქართველოს დახურული ცის პოლიტიკას ევროკავშირი გახსნილობით პასუხობს. ბრიუსელი წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას, განაახლონ ფრენები 15 უსაფრთხო ქვეყანასთან, რომლებს შორისაც არის საქართველო. ამ რეკომენდაციის შემდეგ გერმანიისა და ლიეტუვასგან ქვეყანამ დაუყოვნებლივ მიიღო მწვანე შუქი. კარი არ გაგვიღეს ავსტრიამ და ჩეხეთმა. 

როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპამ აღიარა საქართველოს წარმატება კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში, ნაადრევი აღმოჩნდა. როგორც ირკვევა, ევროპის ყველა სახელმწიფო საზღვრებს საქართველოსთვის არ გახსნის. ახლა ჯერი არის ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზე და სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული ის, თუ რომელი ევროპული სახელმწიფოები გახსნიან თავიანთ საზღვრებს საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ამ ეტაპზე, დადასტურებულად ცნობილია, რომ საქართველოსთვის დადებითი გადაწყვეტილება მხოლოდ გერმანიამ და ლიეტუვამ მიიღეს, საზღვრებს ავსტრია და ჩეხეთი არ ხსნიან. 

ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს და სწორედ ამ მოლაპარაკებების შემდეგ გაირკვევა, გაიხსნება თუ არა ამ ქვეყნების საზღვრები საქართველოსთვის. 

მთავრობაში ამბობენ, რომ მოლაპარაკებები ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლებთან უკვე მეორე დღეა დაიწყეს. ელაპარაკებიან ყველას და ინდივიდუალურად გადიან იმას, თუ როგორი იქნება პროცედურები და რა შეზღუდვების გადალახვა მოუწევთ ადამიანებს, თუ ისინი რომელიმე ქვეყნაში წასვლას გადაწყვეტენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი