უკრაინელებმა მელიტოპოლში, რუსების ბაზაზე 30-ზე მეტი იერიში მიიტანეს - განადგურებულია სამხედრო ტექნიკა

გამოქვეყნდა:

უკრაინელმა ჯარისკაცებმა, მელიტოპოლში, რუსი ოკუპანტების სამხედრო ბაზაზე 30-ზე მეტი იერიში მიიტანეს. 

მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის ინფორმაციით, იერიშების შედეგად მტრის ბაზაზე განთავსებული სამხედრო ტექნიკა სრულად განადგურდა.

"რუსეთის საოკუპაციო ძალები დასახლებულ პუნქტებს ამოეფარნენ და მელიტოპოლის ტერიტორიაზე 4 სამხედრო ბაზა განათავსეს. დღეს ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ერთი მათგანი გაანადგურეს. დილის 3 საათიდან 5 საათის ჩათვლით, ჩვენმა მებრძოლებმა ბაზაზე 30-ზე მეტი იერიში მიიტანეს. დაბომბვის შედეგად სამხედრო ტექნიკა ბოლომდე განადგურდა. რუსები ცდილობენ, პროვოკაციები მოაწყონ და უკრაინელ მებრძოლებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედებები დააბრალონ. მსგავსი არაფერი მომხდარა და ამის არავის სჯერა. ქალაქი რამდენიმე საათია კვამლშია გახვეული. ოკუპანტებს არც გუშინ გაუმართლათ, სამხედრო ტექნიკით დატვირთული მატარებელი რელსებიდან გადავიდა და ტექნიკა დაზიანდა", - ამბობს ივან ფედოროვი.

ასევე იხილეთ:

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი