"შინ ევროპისკენ" | რეგიონებიდან დედაქალაქისკენ ავტოკოლონები მოემართებიან

გამოქვეყნდა:

"შინ ევროპისკენ" - თბილისში დაგეგმილ აქციას რეგიონებიდან უერთდებიან. აჭარა, კახეთი, სამეგრელო, გურია - სხვადასხვა ქალაქიდან თბილისის მიმართულებით ავტოკოლონები უკვე გამოემართნენ.

აქციაში სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. მათი თქმით, თბილისში ჩამოდიან იმისთვის, რომ საქართველომ ევროპული მომავალი საბოლოოდ არ დაკარგოს.

მასშტაბური აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 20:00 საათზეა დაანონსებული. პროტესტის მონაწილეები ითხოვენ - გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით, შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს. ამ მოთხოვნას ოპოზიციის ნაწილი სრულად იზიარებს.

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი