რუსეთში, ქალაქ ბელგოროდში რამდენიმე აფეთქება მოხდა - არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

რუსეთში, ქალაქ ბელგოროდის ცენტრში აფეთქებების შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის 10 წლის ბავშვია, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, დაზიანებულია ათობით საცხოვრებელი კორპუსი.  

"ინციდენტის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. სავარაუდოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემამ იმუშავა", - დაწერა გლადკოვმა Telegram-ში.

მისივე ცნობით, ჯამში მაიაკოვსკის, მიჩურინის, ჩუმიჩოვის, პოპოვისა და პავლოვის ქუჩებზე 11 მაღალსართულიანი კორპუსი და 39 კერძო სახლია დაზიანებული. აქედან 5 სრულად განადგურდა. 

ადგილობრივმა მოსახლეობამ სოციალურ ქსელში ხანძრის ამსახველი კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს აფეთქებები ცაში, შემდეგ კი მიწაზე. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი