NGO-ებმა ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით გეგმა წარადგინეს

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით გეგმა წარადგინეს. ამბობენ, რომ რეფორმების გატარებას მხოლოდ ქართული ოცნების პოლიტიკური ნება სჭირდება. 

მესამე სექტორი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის 12-პუნქტიან გეგმას, ისინი   ამბობენ, რომ კომისიების შექმნა, როგორც ამას მმართველი პარტია აანონსებს, საჭირო არ არის, რადგან კონკრეტული რეფორმების განსახორციელებლად უკვე არსებობს კანონპროექტები და მათ კანონად ქცევას მხოლოდ ხელისუფლების მხარდაჭერა სჭირდება.

განცხადება ვრცლად.

ცნობისთვის, მასშტაბური აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 20:00 საათზეა დაანონსებული. პროტესტის მონაწილეები ითხოვენ - გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით, შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს. ამ მოთხოვნას ოპოზიციის ნაწილი სრულად იზიარებს.

ამავე თემაზე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი