კრემლის მედია: შოიგუმ პუტინს ლუგანსკის "გათავისუფლება" შეატყობინა

გამოქვეყნდა:

რუსული სამთავრობო მედია ამტკიცებს, რომ თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს ლუგანსკის "სახალხო რესპუბლიკის" ტერიტორიის "გათავისუფლების" შესახებ მოახსენა.

„დღეს, 2022 წლის 3 ივლისს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა, არმიის გენერალმა ს.კ. შოიგუმ მოახსენა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უმაღლეს სარდალს ვ.ვ.პუტინს ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის განთავისუფლების შესახებ". ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში.

როგორც სამთავრობო ria.ru წერს, ლისიჩანსკი საოკუპაციო ძალებმა ალყაში მოაქციეს და "ეს იყო ლუგანსკის რეგიონის ბოლო ქალაქი, რომელსაც უკრაინა აკონტროლებდა".
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი