სახელმწიფო ღალატში ბრალდებული რუსი მეცნიერი, დაკავებიდან 2 დღეში გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

რუსი მეცნიერი, რომელიც გასულ კვირას, ციმბირში სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით დააკავეს და მძიმე ჯანმრთელობის მიუხედავად, მოსკოვში გადაიყვანეს, დაკავებიდან ორ დღეში გარდაიცვალა.

"ის გუშინ გარდაიცვალა. ხვალ მის დაკავებაზე საჩივარს შევიტანთ", - თქვა დმიტრი კოლკერის ადვოკატმა.

დმიტრი კოლკერის ოჯახი ამბობს, რომ კოლკერს პანკრეასის კიბო ჰქონდა და მოსკოვში გადაყვანამდე, ციმბირის კლინიკაში  მილის მეშვეობით იკვებებოდა. 

კოლკერი ფიზიკა-მათემატიკის პროფესორი იყო. ოჯახის ინფორმაციით, მას ბრალად ედებოდა კოლაბორაცია ჩინეთის უსაფრთხოების სამსახურთან, სადაც მანამდე ლექციებს კითხულობდა. ოჯახი მის დაკავებას აპროტესტებდა. 

შაბათს, რუსულმა სამთავრობო მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ნოვოსიბირსკში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით კიდევ ერთი მეცნიერი დააკავეს. უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს ორი შემთხვევა ერთმანეთს.

ბოლო წლებში, რუსეთში ამ ბრალდებით არაერთი მეცნიერი დაუკავებიათ, მათ ადანაშაულებდნენ "სენსიტიური მასალის" გადაცემაში უცხოელებისთვის. კრემლის კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ დაპატიმრებები ხშირად უსაფუძვლო პარანოიიდან გამომდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი