მზადება გაფიცვისთვის - ჯანდაცვის მინისტრის "მეგობრული" რჩევა სოციალურ აგენტებს

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის სოციალური მომსახურების სააგენტოში სოციალური აგენტები დილიდან შეკრიბეს და  მოსთხოვეს, დაკმაყოფლდნენ ფიქსირებული ხელფასის 80 ლარიდან 200 ლარამდე ზრდას და თავი დაანებონ გაფიცვაზე ფიქრს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ, რომ სამსახურს დაკარგავდნენ. მუქარის გარდა რჩევაც მიიღეს - წინასაარჩევნო პერიოდში მოქლაქეების შემოწმებისას, შედარებით ლოიალურები იყვნენ. შეხვედრიდან გამოსულმა თანამშრომლების ნაწილმა სამსახურის დაკარგვის შიშით, "მთავარის" კამერასთან კომენტარი აღარ გააკეთა.

მუქარა და მეგობრული რჩევები არ დაადასტურა შეხვედრის ინიციტორმა ჯანდაცვის მინისტრმა. დღეს კომენტარი არ გააკეთა სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმაც.  

სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოციალური აგენტების ხელზე ასაღები ხელფასი 200 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტების კი 440. არ იზრდება ოჯახების შემოწმებისას გამოყოფილი თანხა. ერთი ოჯახის შემოწმებისას სოციალური აგენტები ისევ 4,80 თეთრს მიიღებენ. დროებითი ხელშეკრულებები უქმდება და ზოგს უვადოდ, ზოგასაც კი ერთი წლით გააფორმებენ.

მას შემდეგ, რაც 21-დღიანი მედიაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა, სამინისტრომ აგენტები დახურულ კარს მიღმა უფლებადამცველი ორგანიზაციის გარეშე დაიბარა. სოლიდარობის ქსელში ამბობენ, რომ პროცესი გაუმჭირვალეა და სამინისტროსგან მეტ ღიაობას ითხოვენ.

სოციალური აგენტები ახლა მსჯელობენ, დათანხდნენ სამინისტროს შემოთავაზებას თუ გააგრძელონ მათი უფლებებისთვის ბრძოლა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი