ვადა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილსა და მის მთავრობას სახალხო მოძრაობამ 24 ივნისს მისცა, იწურება. მთავრობა გადადგომას არ აპირებს, შესაბამისად ქვეყანაში ახალი საპროტესტო ტალღა იწყება ლოზუნგით, "შინ ევროპისკენ".

ამ წუთებში რუსთაველის გამზირი ხალხითაა სავსე. უკვე გადაიკეტა საავტომობილო მოძრაობაც. სპეციალურად დღევანდელი დღისთვის, აქციაზე დასასწრებად მოსახლეობა რეგიონებიდან ჩამოვიდა. სახალხო მოძრაობას უერთდებიან სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც.

სახალხო მოძრაობის წარმომადგენლები დღეს სცენიდან გაახმოვანებენ სამოქმედო გეგმას, როგორ და რა მოთხოვნებით აპირებენ პროტესტის გაგრძელებას. 

შეგახსენებთ, სახალხო მოძრაობა ითხოვს ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი