რუსეთის ჩარევა ქართულ არჩევნებში - გზავნილები დემოკრატიის ყოველწლიურ კონფერენციაზე

გამოქვეყნდა:

საქართველომ თავად უნდა აირჩიოს რა სურს მას, როგორც სახელმწიფოს და მიზნების მიღწევაში  საერთაშორისო თანამეგობრობა მხოლოდ დაეხმარება მას. ამ შემთხვევაში იქნება საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობაც და მათი ქართველებთან კოორდნიაცია ეფექტური, -  ეს არის გზავნილები რომელიც, დემოკრატიის ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში გაისმა.

მთავარი გზავნილი კი იყო ის, რომ საქართველო მზადყოფნაში უნდა იყოს იმისთვის, რომ რუსეთი შეეცდება ჩაერიოს ოქტომბრის მოახლოებულ არჩევნებში, ისევე როგორც ამას აკეთებს სხვა ქვეყნებში სადაც კი ხელი მიუწვდება. ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონმა აღნიშნავს, რომ ასეთი ჩარევის მიზანი ყოველთვის დესტაბილიზაციისა და ქაოსის შეტენაა პროცესებში.  

რუსული დეზინფორმაცია ყველგან მუშაობს. რუსეთის ჩართულობა არჩევნებში ახალი არ არის და შესაბამისად, საქართველოც ერთ-ერთი სამიზნეა. საქართველოს პარტნიორები ამერიკასთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად მუშაობენ იმაზე, რომ მოსახლეობამ მკაფიოდ გაარჩიოს დეზინფორმაცია სწორი ინფორმაციისგან. ამ წუთას ხელში შეიძლება არ მიჭირავს რაიმე კონკრეტული მაგალითი წინასწარ, მაგრამ, მაღალი ალბათობით, რუსეთი შეეცდება ჩაერიოს არჩევნებში საქართველოშიც. კიბერუსაფრთხოება დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა და ამ კუთხით საქართველომ დიდი დარტყმა მიიღო ბოლო დროს, რაც დიდი გამოსაფხიზლებელი ზარივითაა არამხოლოდ ამ ქვეყნისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც. ამიტომ კიბერუსაფრთხოებას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ რამდენადაც შესაძლებელია, დაცულები ვიყოთ ამგვარი შეტევებისგან, - ამბობს კელი დეგნანი. 

ვებინარის ყველა მონაწილე თანხმდება იმაზე, რომ რვა მარტის შეთანხმება ისტორიულია და რომ პარლამენტში კენჭისყრა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ეს მოხდა პოლიტიკურად პოლარიზებულ საზოგადოებაში და განსხვავებულმა პოლიტიკურმა აქტორებმა მონახეს კომპრომისი ამ საკითხის გარშემო. ამ ვებინარის გარდა, საარჩევნო რეფორმას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეოც, რომელმაც თქვა, რომ მიღებულ ცვლილებას მიესალმება.

საერთაშორისო თანამეგობრობის ბოლოდროინდელ განცხადებებს თუ გადავხედავთ, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ჩვენი პარტნიორი ნამდვილად დიდი მოლოდინით და დაკვირვებით ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს და იმედოვნებენ, რომ საპარალამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება, თუმცა ძნელი სათქმელია ამ ეტაპზე რა იქნება, იმის გათვალისწინებითაც, რომ კორონა პანდემია შესაძლოა ხელის შემშლელი გახდეს საერთოდ არჩვნების ჩატარების.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი