გავაგრძელებთ ჩვენს პროტესტს, სანამ საქართველო არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს - ბუღაძე

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე "შინ ევროპისკენ" აქცია ევროკავშირის, უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნებით დაიწყო. დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტილია.ზუსტად 20 საათზე ამოიწურა ღარიბაშვილისა და მისი მთავრობისთვის მიცემული ვადა, რომ გადამდგარიყო. 

"დღევანდელი ჩვენი დემონსტრაცია ისევ არის ორიენტირებული იმ მნიშვნელოვან ისტორიულ ფოკუსზე, რომელიც გულისხმობს საქართველოს ინტეგრირებას ევროკავშირის სივრცეში და ჩვენ ცხადია, არ დავიღლებით და ყოველთვის მანამდე შევიკრიბებით აქ და მანამდე გავაგრძელებთ ჩვენს პროტესტს, სანამ საქართველო არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს." თქვა აქციის წამყვანმა ლაშა ბუღაძემ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი