უკრაინის შეიარაღებული ძალები განმარტავს, რატომ მიიღეს ლისიჩანსკის დატოვების გადაწყვეტილება

გამოქვეყნდა:

ჩვენ ვიცავთ ჩვენს ჯარისკაცებს  - უკრაინის შეიარაღებული ძალები განმარტავს, რატომ მიიღეს ლისიჩანსკის დატოვების გადაწყვეტილება. მათი განცხადებით, რუსეთს აქვს სერიოზული უპირატესობა ამ რეგიონში ქვეითთა და არტილერიის რაოდენობის მხრივ მიტომ, "უკრაინელი ჯარისკაცების სიცოცხლის გადასარჩენად, გადაწყდა ლისიჩანსკის დატოვება" - აცხადებს უწყება და სთხოვს ყველას, გაგებით მოეკიდონ ამ გადაწყვეტილებას, რადგან ეს არ არის ღალატი. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ, განმეორდებოდა ილოვაისკი. 

ინფორმაცია ლისიჩანსკის დატოვების შესახებ, დაადასტურა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა შტაბმაც.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი