რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეები ქართული ოცნების ოფისისკენ დაიძრნენ. ისინი ფეხით მსვლელობით მიემართებიან მმართველი პარტიის სათაო ოფისის შენობისკენ.
ეს არის სახალხო მოძრაობის სამოქმედო გეგმის ერთი ნაწილი, რომელიც პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე რამდენიმე წუთის წინ გახმოვანდა. გეგმა კი სრულად ეტაპობრივად, ღამის განმავლობაში გახდება ცნობილი.