დილით წავალთ მთავრობის სახლისკენ... - გეგმის შემდეგი ეტაპი

გამოქვეყნდა:

მოძრაობა "სირცხვილიას" წევრმა, შოთა დიღმელაშვილმა პარლამენტის წინ აქციაზე "შინ ევროპისკენ" შეკრებილებს გეგმის შემდეგი ეტაპი გააცნო - აქციის მონაწილეთა ნაწილი დილით, კანცელარიის შენობასთან გადაინაცვლებს.
 

"შემდეგი ნაბიჯი არის გადაადგილება მთავრობის სახლისკენ, მაგრამ ეს არ ხდება ახლა. აქ გვაქვს მოწყობილი ინფრასტრუქტურა იმისათვის, რომ ეს ღამე მშვიდობიანად, წყნარად გავატაროთ, თავს არ შეგაწყენთ ბევრი საუბრით. გვაქვს ეკრანზე თავშესაქცევები და გამოვიყენოთ ეს დრო, რომ ვესაუბროთ მშვიდად ერთმანეთს, ვინც დასაცავად არის მოსული ხელისუფლების, რეალურად ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი, ეს ადამიანებიც გვჭირდება....

თუ ხელისუფლება არ ასრულებს ჩვენს პირობას და პრინციპში 1 საათი და 15 წუთი აქვთ 4 ივლისამდე და რაღაც ისეთი გრძნობა გვეუფლება, თითქოს კომფორტში არიან,. ჩვენ აქ ვიკრიბებით და მათთვის თითქოს არაფერი იცვლება. 

ამიტომ დილით ყველანი წავალთ ძალიან მშვიდობიანად , შემოვევლებით ქაჯეთის ციხეს და მჯდომარე პროტესტით, დავხვდებით მთავრობას, ღარიბაშვილს და შევასმენთ ჩვენს ხმას, რადგან აქედან არ ესმით",- თქვა დიღმელაშვილმა. 

გეგმის კიდევ ერთი ნაწილის მიხედვით, აქციის მონაწილეთა ნაწილმა ქართული ოცნების ოფისთან გადაინაცვლა. ასევე ცნობილია ისიც, რომ პარლამენტის წინ ღამეს გაათევენ მსურველები. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი