10 კაცი ვართ ოფისში! გელოდებით დორბლიანის მონებს - ამ სიტყვებით მოიხსენიებს "ქართული ოცნების" დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე აქციის მონაწილეებს. სამხარაძემ პოსტი ფეისბუქზე გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსთაველის გამზირიდან, ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა ნაწილი "ოცნების" პარტიის სათაო ოფისთან გადაინაცვლებდა.
ფეისბუქ პოსტის გარდა, სამხარაძემ ოფისის შენობაც დატოვა იქ მისულ მოქალაქეებს აგინა.
შსს-მ კი "ოცნების" ოფისის შენობის დასაცავად, ადგილზე უპრეცედენტო რაოდენობის პოლიცია ჩააყენა.