ქართული ოცნების ოფისიდან აქციის მონაწილეები ისევ რუსთაველზე ბრუნდებიან

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნების ოფისიდან აქციის მონაწილეთა ნაწილი ისევ რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებს და ერთად მოისმენენ სამოქმედო გეგმის კიდევ ერთ ნაწილს.

პარლამენტის შენობის ტერიტორიიდან მმართველი პარტიის სათაო ოფისთან მათ დაახლოებით 1 საათის წინ გადაინაცვლეს. ადგილზე კი შსს-მ პოლიციის კორდონი დაახვედრა

სახალხო მოძრაობა "შინ ევროპისკენ" პროტესტის მონაწილეთა ნაწილი ღამეს რუსთაველის გამზირზე გაათევს, ხვალ დილით ისინი მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებენ, ხოლო გეგმის დანარჩენი ნაწილი ეტაპობრივად, ამაღამ გახდება ცნობილი. 

ღარიბაშვილისთვის მიცემული ვადა, რომ დატოვოს თანამდებობა, ზუსტად ღამის 00:00 საათზე იწურება. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი