ამ კვირიდან "ოცნებას" პროტესტი ელის აბსოლუტურად ყველგან, სადაც იქნება, ასე რომ მოემზადონ - რუხაძე

გამოქვეყნდა:

"მთავარ არხთან" ინტერვიუში ნოდარ რუხაძემ თქვა, რომ მთავარი მოთხოვნის ადრესატი, არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელი, ირაკლი ღარიბაშვილია, სწორედ ამიტომ აქციის მონაწილეები დღეს ღამე კანცელარიასთან დარჩებიან, რათა ხვალ მას დახვდნენ. 

ნოდარ რუხაძემ თქვა, რომ მალე გამოაცხადებენ მთავარ თარიღს, თუ როდის შეირიკებებიან დემონსტრანტები კიდევ ერთხელ. 

"ყველაზე მნიშვნელოვანია კამპანია, რომელიც ჩვენ დავიწყეთ და მოიცავს მოქალაქეთა ინფორმირებას, ჩვენ ვხედავთ კვირაში ერთხელ გამართულ მასშტაბურ აქციებს და პერმანენტულ მცირე პროტესტს, რომელიც ამ კვირიდან ქართულ ოცნებას ელის აბსოლუტურად ყველგან, სადაც იქნებია. ასე რომ, მოემზადონ",- თქვა რუხაძემ. 

ნოდარ რუხაძემ აღნიშნა, რომ ცვლილებები ახლოსაა და ახლა მთავარია საზოგადოების ტითოეულმა წევრმა ირწმუნოს ეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი